×
ჩვენს შესახებ
პროდუქცია
რეალიზებული პროექტები
ბლოგი
  • keramamarazzi
     
    უპირატესობები და გამოყენება:
    კერამოგრანიტის ფილა ჩვენთვის კარგად ცნობილი კერამიკული ფილების გაუმჯობესებული ანალოგია. მისი უპირატესობა გაცილებით დიდია, რადგან უახლესი ტექნოლოგიით და მაღალი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით იწარმოება. ამას გარდა, რიგი კომპონენტების დამატებით, გაუმჯობესებულია პროდუქტის სტრუქტურა. სწორედ ამის გამო გაზრდილია ცვეთისადმი წინააღმდეგობა, ყინვაგამძლეა და  დიდ ხანს ინარჩუნებს დეკორატიულ თვისებებს. კერამოგრანიტის ფილების გამოყენება მრავალგან შეიძლება, ამიტომ მის ძირითად მახასიათებლებს გაგაცნობთ. კერამოგრანიტის ფილების უპირატესობები: მაღალი სიხისტე და სიმტკიცე; ესთეტიკური მიმზიდველობა; გეომეტრიული სიზუსტე; გამძლეობა ტენიანობის მიმართ; ეკომეგობრულობა; ტემპერატურის ცვლილებებისადმი წინააღმდეგობა; გამძლეობა ცვეთის მიმართ; ვარიანტების ფართო არჩევანი; აღნიშნული ფილებს სხვადასხვა ფორმებში, ზომებში, ფერებში თუ ტექსტურებში ვხვდებით. დღესდღეობით განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს ის მოდელები, რომლებიც ვიზუალურად ბუნებრივ ხეს ან ქვას ჰგავს. თანამედროვე დროში უკვე შესაძლებელია კერამოგრანიტი არ განსხვავდებოდეს მარმარილოსა და გრანიტისგან. სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი დეკორატიული მახასიათებლები განაპირობებს მის მაღალ მოთხოვნას პრემიული ინტერიერის შექმნისთვის. პრიალა თუ მქრქალი ფილები - იატაკსა და კედლებს მდიდრულ იერს სძენს. აღსანიშნავია, რომ მისი გამოყენება პანელებისა და ფანჯრის რაფებისთვისაც შესაძლებელია. დღევანდელ ბაზარზე კერამოგრანიტის ფილებს მქრქალ, პრიალა, ტექსტუროვან და შემინულ ვარიაციებში ვხვდებით. ნესტიანი ოთახებისთვის უმჯობესია ფილები უხეში ან რელიეფური ზედაპირით აირჩიოთ, რადგან მეტი მოჭიდება აქვთ. შემადგენლობის გამო ფილა უძლებს მჟავებისა და ტუტეების ზემოქმედებას. მისი  სტრუქტურაში ფორმის გამო კი ზედაპირი ჭუჭყს არ იკავებს. ჩამგროვებელი ფორების არარსებობას განპირობებს ის ფაქტი, რომ მასალა ე.წ. „ფელდსპარის“ დამატებით იქმნება, რომლის დადნობაც ბლოკავს ყველა მიკროფორებსა თუ კაპილარებს. შედეგად, ქვა თითქმის მინის მსგავს სტრუქტურას იძენს. ამის გამო ნუ შეუშინდებით უკიდურესად მაღალ თუ უკიდურესად დაბალ ტემპერატურას. ეს მასალა შესაფერისია ვერანდების, ფასადების და ტროტუარების მოსაპირკეთებლადაც კი. რაც შეეხება ეკომეგობრულობას, კერამოგრანიტი სრულიად უსაფრთხოა, რადგან არ შეიცავს უცხო ქიმიურ დანამატებს და არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს.   სპეციალური დამზადების ტექნოლოგია საშუალებას იძლევა დიდი სისქის მქონე ფერადი ფილები მივიღოთ. ზუსტად ამიტომ ისინი გამძლეა მცირე ნაკაწრების მიმართ. და თუ მაინც ზედაპირზე მცირე დეფექტები წარმოიქმნება ისინი არ არის ისეთი შესამჩნევი, როგორც სხვა კერამიკულ ფილებზე, შესაბამისად იდეალურია გრძელვადიანი ინტერესისთვის. ექსკლუზიური ტექნოლოგიები კერამა მარაციში ტექნოლოგია DD Double Loading - გაუპრიალებელი კერამიკული გრანიტის წარმოების ტექნოლოგია, რომელიც ფილების ზედაპირს მრავალშრიან და მრავალი ფერის მქონე იერს სძენს. Dry Digital - გაუპრიალებელი კერამიკული გრანიტის წარმოების ტექნოლოგია, რომელიც საღებავის სქელი ფენის გამოყენებას მოიაზრებს. ამ შემთხვევაში ფილებზე ტექსტურა სპეციალური Digitale ბეჭდვის პრინციპითაა დატანილი. მათი გამოყენება ხდება რამდენიმე ეტაპად: პატერნში გამოიყენება მშრალი ფხვნილებისა და გრანულების ნაზავი, შემდეგ, ზედაპირზე ციფრული ბეჭდვის გამოყენებით, შესაძლებელია სასურველი დეტალების დატანა, ისევე როგორც სპეციალური ეფექტები - Evodryfix ტექნოლოგიის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ დეკორატიული ელემენტები ფილების შიგნითაა ჩაფლული, რაც ამცირებს ცვეთის დროს მიღებულ ზიანს. დეტალების მრავალფეროვნება, პატერნის სიღრმის ეფექტი, ზედაპირის გამძლეობა, სიმტკიცე, სიმკვრივე, ჰიპერრეალისტური გრძნობა შეხებისას. სწორედ ეს შედეგი მიიღება კერამა მარაცის ექსკლუზიური ტექნოლოგიების გამოყენებით. კოლექციების სანახავად გვეწვიეთ: თამარ მეფის გამზ. #2 ბალანჩინის #9 ტელ: 0322040000  

    სტატიის ავტორი:
    ნიკა ვარდიაშვილი
    2024-04-29

    სრულად ნახვა
     
    კომპანიის შესახებ
    Kerama Marazzi - ინოვაციური და თანამედროვე კომპანიაა, რომელიც ყოველწლიურად კერამოგრანიტის, კერამიკული ფილისა და მოზაიკის ათობით მილიონ კვადრატულ მეტრს აწარმოებს. ჩვენ კოლექციებში აგრეთვე შეხვდებით ისეთ დეკორატიულ თუ საჭირო ელემენტებს, როგორებიც ჩადგმები, დეკორები, საფეხურები, პანო, პლინტუსები, შპალერი, სააბაზანო ავეჯი, საშხაპე სისტემა, შემრევი ონკანები, ხელსაბანები, სარკეები და კიდევ მრავალი სხვა მიმართულებაა.  კომპანიის გამორჩეული მხარე სამი უმსხვილესი, მაღალტექნოლოგიური ქარხანაა. აღნიშნულ საწარმოებში გამორჩეულ იტალიურ დანადგარებს შეხვდებით, მათ შორის SACMI-ს, ICF-სა და TecnoFERRARI-ს, რომლებიც სექტორის უდიდესი წარმომადგენლები არიან. Kerama Marazzi-ს კერამიკული ფილების, კერამოგრანიტის, მოზაიკისა და დეკორატიული ელემენტების ჯამური რიცხვი 6000-ზე მეტ განსხვავებულ პროდუქტს მოიცავს. ეს ყველაზე ფართო ასორტიმენტია კერამიკული ფილების მწარმოებლებს შორის, რომლის ანალოგიც არჩევანისა თუ ქარხნის მასშტაბების გათვალისწინებით, ბაზარზე არსებულ წამყვან კომპანიებს არ გააჩნიათ. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების მქონე მომხმარებლებს, რადგან Kerama Marazzi-ს პროდუქცია სხვადასხვა ფორმატის, სტილის, ფერის, სისქისა და ზედაპირის მრავალფეროვნებითაა გამორჩეული. სწორედ ეს ქმნის შესაძლებლობას სასურველი ინტერიერი ყველასაგან გამორჩეული გახადოს. მნიშვნელოვანია, რომ Kerama Marazzi-ს იტალიელი დიზაინერები ყოველწლიურად განსაკუთრებულ მიმართულებას ირჩევენ. მათ მიერ შექმნილი კოლექციების ინსპირაციას სხვადასხვა დროს ევროპის ულამაზესი ქვეყნებისა თუ ქალაქების, მუზეუმების, ხელოვნების ნიმუშებისა და სხვა ღირსშესანიშნაობები წარმოადგენდა. თითოეულ დეტალზე დახარჯული დრო იდეალურად გადმოსცემს იმ კულტურულ, ტრადიციულ და ისტორიულ ნიუანსებს, რომელთა კომბინაციაც სხვადასხვა ფერთა გამასთან მუდმივად სიახლის ძიებისა და შეცნობის სურვილს აღძრავს. კოლექციების სანახავად გვეწვიეთ: თამარ მეფის გამზ. #2 ბალანჩინის #9 ტელ: 0322040000  

    სტატიის ავტორი:
    ნიკა ვარდიაშვილი
    2024-03-16

    სრულად ნახვა
    ბლოგი 
    ფასდაკლების ვაუჩერი
    მიიღე 25% ფასდაკლების ვაუჩერი 300 ან მეტი ლარის კერამიკული ფილის, კერამოგრანიტის ან მოზაიკის შეძენისას Kerama Marazzi-ის შოურმში. *ვაუჩერის გამოყენება შესაძელებლია სანტექნიკაზე, სააბაზანო ავეჯზე, შემრევსა და შპალერზე. მრავალფეროვნა, უახლესი ტექნოლოგიები და თანამედროვე დიზაინი თქვენს ინტერიერში. ვაუჩერის გამოყენების პირობები: ვაუჩერი მოქმედებს სანტექნიკაზე, სააბაზანო ავეჯზე, შემრევსა და შპალერზე. ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია 300 ლარიან და მეტ შენაძენზე. ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ახალ / ფასდაუკლებელ პროდუქციაზე. ვაუჩერი ძალაშია გაცემიდან 2 თვის მანძილზე. ვაუჩერი არ ბრუნდება და არ იცვლება. იხილე კოლექცია: სანტექნიკა და ავეჯი , კერამიკული ფილა , კერამოგრანიტი ,  შპალერი. ➤ თამარ მეფის #2 / 032 204 00 00 ➤ ბალანჩინის #9  /  032 249 60 30 

    სტატიის ავტორი:

    2023-07-03

    სრულად ნახვა