Kerama Marazzi - კოლექცია ბავშვებისთვის: Weekend
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, ჩვენთან, Kerama Marazzi-ში კი სიამაყით წარმოგიდგენთ ახალ "Weekend" კოლექციას, რომელიც ბავშვის ოთახებისთვის განკუთვნილ შპალერების მრავალფეროვან არჩევანს აერთიანებს.
მიუხედავად მისი მთავარი იდეისა, თითოეული მათგანი უნიკალურ სტილს ქმნის, შესაბამისად არა მხოლოდ პატარების, არამედ ზრდასრული ადამიანების საცხოვრებელ სივრცესაც სიხარულისა და სიმყუდროვის ემოციით შეავსებს.
"Weekend" სერია სხვადასხვაგვარ ელემენტებს აერთიანებს, თითოეული მათგანი კი ყველასაგან გამორჩეულ, უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის. ამ ბლოგში მათ მცირე მიმოხილვას შემოგთავაზებთ:
● უელშ კორგი მწვანე მინდორზე - უსაყვარლეს ძაღლზე რას იტყოდით? ოთხფეხა მეგობრების მოყვარულებისთვის ეს შპალერი იდეალური არჩევანია. მწვანე და კრემისფერ ტონებშია გაფორმებული ეს პროდუქტი სივრცეს სიმშვიდისა და სიცოცხლის განწყობას შესძენს.
● ჯადოსნური პეპლები და მხიარული ცხოველები - ნათელ, გრაფიკულ მოტივებზე შექმნილი ეს შპალერი, გამოაცოცხლებს ნებისმიერი ბავშვის ოთახს და შექმნის ატმოსფეროს, რომელიც თავგადასავლების მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი
● აფრიკის მკვიდრნი - ღია ყვითელი ფონი ოთახში სითბოსა და სინათლის გარემოს ქმნის. ეს შპალერი თქვენს შვილებს თავს აფრიკული, ველური ბუნების სამყაროში აგრძნობინებს, რომელიც მრავალი ეგზოტიკური ცხოველითაა სავსე.
● დინოზავრები ცისარტყელადან - თითქოს მოუსვენარი ბავშვის მიერ დახატული, ეს მხიარული დინოზავრები თქვენი შვილების საყვარელი პერსონაჟები გახდებიან. საკუთარი ოთახი კი უფრო და უფრო საყვარელი ხდება, როდესაც „მეგობრები“ გელოდებიან!
● მფრინავი ვარსკვლავები - აღნიშნული შპალერი ჯადოსნურ ელფერს შესძენს თქვენთვის სასურველ ოთახს. კოსმოსური გარემო და ბზინვარება, ღამის ცა პირდაპირ თქვენი პატარის სივრცეში გადმოინაცვლებს.
● ვერტიკალური ზოლები და ნათელი გეომეტრიული ნიმუშები - მრავალმხრივი და ელეგანტური, ისინი ნებისმიერი ოთახისთვის იდეალურია. ფერებისა და ფორმების ასეთი ნაზავი სასურველ სივრცეს დინამიკურობას და ენერგიულობას შემატებს.
Kerama Marazzi-ის სერია "Weekend" არ არის მხოლოდ შპალერი. ეს არის ერთგვარი, არასტანდარტული მოგზაურობა ფანტაზიისა და მრავალფეროვნების სამყაროში, რომელსაც შეუძლია შთააგონოს როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები. მათი გამოყენება შეიძლება შემეცნებითი გზითაც, ასევე ვიზუალური აღქმის ჩამოსაყალიბებლად.
ბუნებრივი მასალები და წარმოების მაღალი ეკო სტანდარტები!
აღსანიშნია, რომ KERAMA MARAZZI-ს შპალერი სრულად შეესაბამება წამყვანი იტალიური შპალერის მწარმოებელის, Zambaiti Parati-ის, ხარისხის მკაცრ სტანდარტებს და მდგრადია რეცხვის, ტენიანობის თუ სხვა გარე ზემოქმედების მიმართ.
ისარგებლეთ ექსკლუზიური შეთავაზებით! შეუკვეთეთ "Weekend" კოლექცია და მიიღეთ 15%-იანი ფასდაკლება. მიანიჭეთ თქვენ სახლს სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნებები!
კოლექციის სანახავად გვეწვიეთ Kerama Marazzi-ს შოურუმებში:
➤ თამარ მეფის #2 ; ბალანჩინის #9
სტატიის ავტორი ნიკა ვარდიაშვილი, 2024-05-30