×
ჩვენს შესახებ
პროდუქცია
რეალიზებული პროექტები
ბლოგი
  • keramamarazzi

    ახალი კოლექცია სააბაზანო ოთახისათვის Kerama Marazzi-ში! 

    Geometrica-ს კოლექცია - როდესაც გეომეტრია და ჰარმონია თანხვედრაშია - მკაცრი პროპორციებისა და ბუნებრივი სილამაზის იდეალური ბალანსი.

    წარმოდგენილი კოლექცია

    Geometrica-ს კოლექციაში წარმოდგენილი სანტექნიკის ხაზი კანონზომიერი მოცულობითი ფორმებით არის შთაგონებული. ესთეტიური მხარის ხაზგასმასთან ერთად, პროდუქცია კომფორტულობასა და გამოყენების უნივერსალურობას ემყარება - ფუნქციურობა მარტივ და სრულყოფილ ფორმასთან ერთად.


    CONO - ახალი გმირი სააბაზანო ოთახში - სრულად კონუსის ფორმის ნიჟარა, ელეგანტური ნახევარსფერული თასით. დიზაინი, რომელიც ფანტაზიისა და ტექნიკის ჰარმონიას წარმოადგენს და წყლის უხილავი გადინების ილუზიასაც ქმნის. (ხელმისაწვდომი ზომა: დიამეტრი - 44 სმ.)


    CUBOნიჟარის 5 სახეობა - არქიტექტურისა და დიზაინის იდეალური სინთეზი სააბაზანო ოთახში. CUBO-ს ხაზში გაერთიანებულია იტალიური სტილი და ლაკონურობა, რომელსაც თასის ორგინალური განლაგება, თხელი კუთხე და ნიჟარის გარშემო ფართო ჩარჩო გამოარჩევს (ხელმისაწვდომი ზომები: 70, 80, 90, 100 სმ.).


    Piano-ს თხელი და კომპაქტური ნიჟარა - სტილისა და რაციონალურობის იდეალური სინთეზი. სითხელე, მართკუთხა თასი და მომრგვალებული კუთხეები - საბააზანო ოთახის თანამედროვე იერსახისთვის (ხელმისაწვდომი ზომები: 75, 85 სმ.).


    Circo - წრე, რომელიც სისრულეს, ლაკონურობასა და სტილის სისუფთავეს გადმოსცემს. ორიგინალური ნიჟარები კლასიკურ სტილში იტალიური გავლენებით - თასის მაღალ მხარეს მოთავსებული თხელი რგოლი კი მოხდენილ ხაზებს უსვამს ხაზს. (ხელმისაწვდომი ზომები: 36, 50 სმ.).


    LATOახალი ხედვა კლასიკურ მართკუთხა ნიჟარაზე - მოქნილობა განთავსებისას და კომპაქტური გადაწყვეტილება მცირე ზომის სააბაზანო ოთახებისათვის (ხელმისაწვდომი ზომები: 60x27 სმ.)


    Kerama Marazzi - მრავალფეროვნება, ხარისხი და შეუცვლელი კომფორტი თქვენი თანამედროვე ინტერიერის, ექსტერიერის თუ სხვა სივრცეების მოსაწყობად.  
    •    თამარ მეფის #2 • ტელ.: 032 204 00 00
    •    აუთლეტი / ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი #27 • ტელ.: 032 249 60 30   
    •    სამუშაო საათები: 10:30-19:00
    •    უფასო მიწოდების სერვისი თბილისში.

    სტატიის ავტორი , 2021-08-21