×
ჩვენს შესახებ
პროდუქცია
რეალიზებული პროექტები
ბლოგი
  • keramamarazzi

    Kerama Marazzi - ინოვაციური და თანამედროვე კომპანიაა, რომელიც ყოველწლიურად კერამოგრანიტის, კერამიკული ფილისა და მოზაიკის ათობით მილიონ კვადრატულ მეტრს აწარმოებს. ჩვენ კოლექციებში აგრეთვე შეხვდებით ისეთ დეკორატიულ თუ საჭირო ელემენტებს, როგორებიც ჩადგმები, დეკორები, საფეხურები, პანო, პლინტუსები, შპალერი, სააბაზანო ავეჯი, საშხაპე სისტემა, შემრევი ონკანები, ხელსაბანები, სარკეები და კიდევ მრავალი სხვა მიმართულებაა. 

    კომპანიის გამორჩეული მხარე სამი უმსხვილესი, მაღალტექნოლოგიური ქარხანაა. აღნიშნულ საწარმოებში გამორჩეულ იტალიურ დანადგარებს შეხვდებით, მათ შორის SACMI-ს, ICF-სა და TecnoFERRARI-ს, რომლებიც სექტორის უდიდესი წარმომადგენლები არიან.

    Kerama Marazzi-ს კერამიკული ფილების, კერამოგრანიტის, მოზაიკისა და დეკორატიული ელემენტების ჯამური რიცხვი 6000-ზე მეტ განსხვავებულ პროდუქტს მოიცავს. ეს ყველაზე ფართო ასორტიმენტია კერამიკული ფილების მწარმოებლებს შორის, რომლის ანალოგიც არჩევანისა თუ ქარხნის მასშტაბების გათვალისწინებით, ბაზარზე არსებულ წამყვან კომპანიებს არ გააჩნიათ.

    ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების მქონე მომხმარებლებს, რადგან Kerama Marazzi-ს პროდუქცია სხვადასხვა ფორმატის, სტილის, ფერის, სისქისა და ზედაპირის მრავალფეროვნებითაა გამორჩეული. სწორედ ეს ქმნის შესაძლებლობას სასურველი ინტერიერი ყველასაგან გამორჩეული გახადოს.

    მნიშვნელოვანია, რომ Kerama Marazzi-ს იტალიელი დიზაინერები ყოველწლიურად განსაკუთრებულ მიმართულებას ირჩევენ. მათ მიერ შექმნილი კოლექციების ინსპირაციას სხვადასხვა დროს ევროპის ულამაზესი ქვეყნებისა თუ ქალაქების, მუზეუმების, ხელოვნების ნიმუშებისა და სხვა ღირსშესანიშნაობები წარმოადგენდა. თითოეულ დეტალზე დახარჯული დრო იდეალურად გადმოსცემს იმ კულტურულ, ტრადიციულ და ისტორიულ ნიუანსებს, რომელთა კომბინაციაც სხვადასხვა ფერთა გამასთან მუდმივად სიახლის ძიებისა და შეცნობის სურვილს აღძრავს.

    კოლექციების სანახავად გვეწვიეთ:

    • თამარ მეფის გამზ. #2
    • ბალანჩინის #9

    ტელ: 0322040000

     

    სტატიის ავტორი ნიკა ვარდიაშვილი, 2024-03-16