კერამოგრანიტის ფილა ჩვენთვის კარგად ცნობილი კერამიკული ფილების გაუმჯობესებული ანალოგია. მისი უპირატესობა გაცილებით დიდია, რადგან უახლესი ტექნოლოგიით და მაღალი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით იწარმოება. ამას გარდა, რიგი კომპონენტების დამატებით, გაუმჯობესებულია პროდუქტის სტრუქტურა. სწორედ ამის გამო გაზრდილია ცვეთისადმი წინააღმდეგობა, ყინვაგამძლეა და დიდ ხანს ინარჩუნებს დეკორატიულ თვისებებს. კერამოგრანიტის ფილების გამოყენება მრავალგან შეიძლება, ამიტომ მის ძირითად მახასიათებლებს გაგაცნობთ.
კერამოგრანიტის ფილების უპირატესობები:
- მაღალი სიხისტე და სიმტკიცე;
- ესთეტიკური მიმზიდველობა;
- გეომეტრიული სიზუსტე;
- გამძლეობა ტენიანობის მიმართ;
- ეკომეგობრულობა;
- ტემპერატურის ცვლილებებისადმი წინააღმდეგობა;
- გამძლეობა ცვეთის მიმართ;
- ვარიანტების ფართო არჩევანი;
აღნიშნული ფილებს სხვადასხვა ფორმებში, ზომებში, ფერებში თუ ტექსტურებში ვხვდებით. დღესდღეობით განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს ის მოდელები, რომლებიც ვიზუალურად ბუნებრივ ხეს ან ქვას ჰგავს. თანამედროვე დროში უკვე შესაძლებელია კერამოგრანიტი არ განსხვავდებოდეს მარმარილოსა და გრანიტისგან. სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი დეკორატიული მახასიათებლები განაპირობებს მის მაღალ მოთხოვნას პრემიული ინტერიერის შექმნისთვის. პრიალა თუ მქრქალი ფილები - იატაკსა და კედლებს მდიდრულ იერს სძენს. აღსანიშნავია, რომ მისი გამოყენება პანელებისა და ფანჯრის რაფებისთვისაც შესაძლებელია.
დღევანდელ ბაზარზე კერამოგრანიტის ფილებს მქრქალ, პრიალა, ტექსტუროვან და შემინულ ვარიაციებში ვხვდებით. ნესტიანი ოთახებისთვის უმჯობესია ფილები უხეში ან რელიეფური ზედაპირით აირჩიოთ, რადგან მეტი მოჭიდება აქვთ.
შემადგენლობის გამო ფილა უძლებს მჟავებისა და ტუტეების ზემოქმედებას. მისი სტრუქტურაში ფორმის გამო კი ზედაპირი ჭუჭყს არ იკავებს.
ჩამგროვებელი ფორების არარსებობას განპირობებს ის ფაქტი, რომ მასალა ე.წ. „ფელდსპარის“ დამატებით იქმნება, რომლის დადნობაც ბლოკავს ყველა მიკროფორებსა თუ კაპილარებს. შედეგად, ქვა თითქმის მინის მსგავს სტრუქტურას იძენს. ამის გამო ნუ შეუშინდებით უკიდურესად მაღალ თუ უკიდურესად დაბალ ტემპერატურას. ეს მასალა შესაფერისია ვერანდების, ფასადების და ტროტუარების მოსაპირკეთებლადაც კი.
რაც შეეხება ეკომეგობრულობას, კერამოგრანიტი სრულიად უსაფრთხოა, რადგან არ შეიცავს უცხო ქიმიურ დანამატებს და არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს.
სპეციალური დამზადების ტექნოლოგია საშუალებას იძლევა დიდი სისქის მქონე ფერადი ფილები მივიღოთ. ზუსტად ამიტომ ისინი გამძლეა მცირე ნაკაწრების მიმართ. და თუ მაინც ზედაპირზე მცირე დეფექტები წარმოიქმნება ისინი არ არის ისეთი შესამჩნევი, როგორც სხვა კერამიკულ ფილებზე, შესაბამისად იდეალურია გრძელვადიანი ინტერესისთვის.
ექსკლუზიური ტექნოლოგიები კერამა მარაციში
ტექნოლოგია DD
Double Loading - გაუპრიალებელი კერამიკული გრანიტის წარმოების ტექნოლოგია, რომელიც ფილების ზედაპირს მრავალშრიან და მრავალი ფერის მქონე იერს სძენს.
Dry Digital - გაუპრიალებელი კერამიკული გრანიტის წარმოების ტექნოლოგია, რომელიც საღებავის სქელი ფენის გამოყენებას მოიაზრებს. ამ შემთხვევაში ფილებზე ტექსტურა სპეციალური Digitale ბეჭდვის პრინციპითაა დატანილი.
მათი გამოყენება ხდება რამდენიმე ეტაპად: პატერნში გამოიყენება მშრალი ფხვნილებისა და გრანულების ნაზავი, შემდეგ, ზედაპირზე ციფრული ბეჭდვის გამოყენებით, შესაძლებელია სასურველი დეტალების დატანა, ისევე როგორც სპეციალური ეფექტები - Evodryfix ტექნოლოგიის გამოყენებით.
აღსანიშნავია, რომ დეკორატიული ელემენტები ფილების შიგნითაა ჩაფლული, რაც ამცირებს ცვეთის დროს მიღებულ ზიანს.
დეტალების მრავალფეროვნება, პატერნის სიღრმის ეფექტი, ზედაპირის გამძლეობა, სიმტკიცე, სიმკვრივე, ჰიპერრეალისტური გრძნობა შეხებისას. სწორედ ეს შედეგი მიიღება კერამა მარაცის ექსკლუზიური ტექნოლოგიების გამოყენებით.
კოლექციების სანახავად გვეწვიეთ:
- თამარ მეფის გამზ. #2
- ბალანჩინის #9
ტელ: 0322040000
სტატიის ავტორი ნიკა ვარდიაშვილი, 2024-04-29