HATRIA - სააბაზანო ავეჯის პრემიუმ ბრენდი Kerama Marazzi-ს შოურუმშია!
მოხარულები ვართ გაცნობოთ - ცნობილი იტალიური ბრენდი HATRIA უკვე თბილისშია, Kerama Marazzi-ს შოურუმში. თავისი უნაკლო ოსტატობისა და ინოვაციური დიზაინების შერწყმა, ეს ის რასაც ცნობილი კომპანიისგან უნდა ველოდოთ. შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით „ჰატრია“ აბაზანის გაფორმების თანამედროვე სტანდარტს ადგენს. ხარისხისა და ესთეტიკის ერთგულებით, HATRIA-ს პროდუქცია საუკეთესო, საქართველოში ჯერ არ ნახულ, გამოცდილებას გვპირდება.
მცირე ამბავი ჰატრიას შესახებ
„ჰატრია“ იტალიური ოსტატობისა და საუკეთესო სააბაზანო ავეჯის სინონიმადაც კი იქცა ევროპაში. ბრენდი მომართულია შექმნას მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო, იქნება ეს ხელსაბანები, უნიტაზები, ბიდეები თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. თითოეულ მათგანში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ იმ იდეებისა და მიზნების ანარეკლი, რომელიც ფუნქციურობისა და ვიზუალური ესთეტიკის გაერთიანებას მოიაზრებს.
ინოვაციური დიზაინი და მოწინავე ტექნოლოგია
ის, რაც „ჰატრიას“ განსაკუთრებით გამოარჩევს, წარმოების პროცესში საკუთარი, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებაა. ბრენდი მუდმივად სცილდება დიზაინის საზღვრებს და გვთავაზობს პროდუქტებს, რომლებიც ერთის მხრივ ეხმიანება თანამედროვე სტანდარტებს, მეორე მხრივ კი იმგვარი ელემენტებიც შეინიშნება, რომლებიც უძლებენ დროს.
დახვეწილი, მინიმალისტური ხელსაბანიდან დაწყებული ელეგანტური დიზაინის მქონე უნიტაზებამდე, Hatria-ს ასორტიმენტი აკმაყოფილებს ყოველგვარ გემოვნებასა და სურვილებს, რაც უზრუნველყოფს, რომ ყველა თანამედროვე აბაზანაში აღმოვაჩინოთ რაღაც „ჰატრიასთვის“ დამახასიათებელი დეტალები.
PURE VORTEX - ტექნოლოგიის ბრწყინვალება
Hatria-ს ერთ-ერთი გამორჩეული ინოვაციაა PURE VORTEX® სისტემა, რომელიც დიზაინის ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო აკადემიის არაერთი ჯილდოს მფლობელია. ეს რევოლუციური ტექნოლოგია გთავაზობთ ჩარეცხვის იდეალურ ფორმატს, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ ჰიგიენასა და წყლის გამოყენების ეფექტურობას. PURE VORTEX® სისტემა ასახავს Hatria-ს ერთგულებას სრულყოფილებისადმი, სთავაზობს რა მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, რომელიც უკეთესად ასრულებს საკუთარ ფუნქციებს და არ ღალატობს სტილს.
ერთგულება დედამიწას!
„ჰატრია“ წარმოების პროცესში აბსოლუტურადაა დაყრდნობილი ეკოლოგიურ პრაქტიკაზე და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებაზე აკეთებს აქცენტს. Hatria-ს არჩევით, მომხმარებლები არა მხოლოდ აბაზანის მაღალი ხარისხზე აკეთებენ არჩევანს, არამედ მხარს უჭერენ ბრენდს, რომელიც აფასებს და იცავს ჩვენს პლანეტას, დედამიწას.
„ჰატრია“ და თბილისი
როგორც ჰატრიას წარმომადგენლები თბილისში, მოხარული ვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს ამ გამორჩეულ პროდუქტებზე წვდომა Kerama Marazzi შოურუმებში ექნებათ. ჩვენი პარტნიორობა Hatria-სთან საშუალებას გვაძლევს შემოვიტანოთ საუკეთესო იტალიური სააბაზანო ავეჯი და სტილი ქართულ ბაზარზე, რაც სველი წერტილებისთვის თითქოს შეუძლებელ, მდიდრული განწყობის შექმნას, რეალობად აქცევს.
ბოლოთქმად
„ჰატრია“ სააბაზანო გამოცდილების პრემიუმ გამოხატვის ფორმაა. აღმოაჩინეთ იტალიური ოსტატობის ელეგანტურობა და ხარისხი. არ გამოგრჩეთ სიახლეები და სპეციალურ შეთავაზებები!
ეწვიეთ „კერამა მარაცის“ შოურუმებს, ჩვენი ექსპერტების გუნდი მზადაა დაგეხმაროთ თქვენი აბაზანა სრულყოფილებად გარდაიქმნას.
მისამართი: თამარ მეფის #2
სტატიის ავტორი ნიკა ვარდიაშვილი, 2024-07-18