keramamarazzi

ვენეცია: კოლექცია აღფრთოვანებისთვის, შთაგონებისთვის და სიყვარულისთვის! 

Kerama Marazzi-ს 2024 წლის გამოფენის მთავარი მოვლენა ვენეციის კოლექციის წარდგენა იყო. ეს უბრალო საუბარი არაა, ეს ყველაფერი იმ სიყვარულს ეძღვნება, რომელსაც ამ ქალაქის ხსენება აღძრავს. ვენეცია, ყოველთვის იყო ცნობილი შემოქმედების მუზა და არც ჩვენი სფეროა გამონაკლისი. ჩაძირული ქალაქის ელფერს ყველგან წააწყდებით, იქნება ეს ფილები, შპალერები თუ სააბაზანო ინვენტარი, ამგვარი ინტერიერი კი ყველა გემოვნებას ერგება.

ყველაფერი, რისი აღმოჩენაც ლეგენდარულ ქალაქში შეგვიძლია „კერამა მარაციში“ კერამიკული ფორმებით და სხვადასხვა, მრავალფეროვანი დიზაინითაა წარმოდგენილი. Venezia-ს კოლექცია 30-ზე მეტ სერიის კედლის ფილებსა და კერამოგრანიტს აერთიანებს, თითოეული მათგანი თითქოს ერთგვარი უნიკალური პეიზაჟია, რომელიც ვენეციის მომხიბლავი ადგილების სხვადასხვა პერსპექტივას გვთავაზობს. მათი სილამაზე კი თავად განსაჯეთ.

კოლექცია აერთიანებს სერიებს, რომლებსაც ვენეციური მოპირკეთების სტილის ავთენტურობა აქვთ შენარჩუნებული. ასეთია მაგალითად, Ceppo di Gré stone KERAMA MARAZZI-ის ასორტიმენტში. იგი წააგავს იმგვარ ნატეხოვან ფორმატს, რომელიც კლდის ფრაგმენტებს მოგაგონებთ. თითქოს ერთ მონოლითურ ფორმაშია გაერთიანებულიო. ასევე შეხვდებით „სან მარკოს“ კოლექციას - ისტორიული კირქვის ესთეტიკას, რომელიც დოჟების სასახლის მოედნის მოსაპირკეთებლად გამოიყენვენეცია ​​საუკუნეების განმავლობაში თავისი ტრადიციული ხელნაკეთობებით იყო ცნობილი, რომლებიც „კერამა მარაცის“ სხვადასხვა სერიის ეპიცენტრში აღმოჩნდა - შესაბამისად გასაკვირი სულაც არ არის, რომ მათი ელემენტები დეკორატიულ აღფრთოვანებას აღძრავს მნახველებს შორის. მაგალითად სერია Vero, ე.წ. „მურანოს“ მინისგანაა შთაგონებული, შუშის დამუშავება კი ამ ქალაქის მთავარი ნიშა გახლდათ. თავის მხრივ სერია Guardi-ში გრავიურის დამუშავების ტექნიკებს შევხვდებით, რომლითაც რიგი პანელებია შექმნილი. ვენეციური ქსოვის ტრადიციას უკვე მაქსი-ფორმატის Bevilaqua-შია წარმოდგენილი, რომელიც ქალაქისთვის დამახასიათებელ ფორმებს იმეორებს და ნაქარგის შთაბეჭდილებას აღძრავს.KERAMA MARAZZI-ს რამდენიმე პოპულარულმა სერიამ საკუთარი სიცოცხლე Venezia-ს კოლექციაში განაგრძო. უპირველეს ყოვლისა უნდა ვახსენოთ Monte Tiberio და Rialto: ეს სერიები უკვე კედლის ფილებსა და კერამოგრანიტის მნიშვნელოვნად განახლებულ არჩევანს მოიცავს. თანამედროვე ტრენდებისთვის დამახასიათებელი ტექსტურებითა და ახალი ჩრდილების ფორმებით კი სერია Onice გვანებივრებს.

ბუნებრივია, ვენეციამ ​​თავისი თვალწარმტაცი არხებით არ შეიძლება არ წარმოშვას წყალთან დაკავშირებული, ინტერიერულად მაცდური იდეები. ეს პირველ რიგში Magia di Venezia-ს სააბაზანო კოლექციაში ჩანს, რომელიც მოიცავს სანტექნიკის რამდენიმე სერიას, ავეჯს, სარკეებს, ონკანებს და საშხაპეებს.

აბაზანისთვის სახასიათო ორ განწყობაზე რას იტყოდით? დილის მოტივაციურ და პირიქით, საღამოს, ხანგრძლივი დღის შემდეგ განტვირთვის აუცილებელ განწყობაზე? ფერები, ტექსტურები და ფორმები, რომლებიც აბაზანას ზემოხსენებულ ხასიათს მიანიჭებს. ორივე სცენარის აღმოჩენა MAGICA-ს და VETRATA-ს სერიებში შეიძლება. მათში შემავალ ატრიბუტებს, შეუძლიათ გამოღვიძების ეფექტი აღძრან აქტიური დღის დაწებისთვის, ან საჭირო სიმშვიდე მოგანიჭონ მშვიდი ძილისთვის. მოქნილი განათების განაწილება საშუალებას მოგცემთ ორივე განწყობა ერთსა და იმავე სივრცეში იგრძნოთ.

აქვე უნდა ვახსენოთ სერია CRISTALLO, რომელშიც საშხაპეებისთვის საჭირო დეტალები ტალღოვანი ფორმებითაა შექმნილი და ზუსტი განათებით კრისტალურ გამჭვირვალობას იძენს.

ვენეციის კოლექციაში „კერამა მარაცის“ ნიშური შპალერთა სერიებიც აღმოჩნდნენ სხვადასხვა მიზეზთა გამო. სერიების ნაწილი ხან ემოციურ, ხან ვიზუალურ, ხანაც კი იდეურ კავშირშია ქალაქთან. 

სერია Reflection წყლისთვის დამახასიათებელ ტონებს შევხვდებით, Orient-ის სერიაში კი ნაქარგოვან ვიზუალს, რომელიც დამასკური ფორმებითაა გაჯერებული. რა თქმა უნდა ყურადსაღებია სერია Galatea-ც, წააგავს რა მარმარილოსებრ შპალერს და ვენეციური განწყობითაა გაჯერებული.

რენესანსის“ სერიაც არ უნდა გამოგვრჩეს: მისთვის დამახასიათებელი ყავისფერი თუ ტერაკოტისებრი ფერები და ტექსტურა დაძველებულ თაბაშირს წააგავს, რომელიც მთელ ვენეციაშია გავრცელებულიკიდევ ერთი გამოხატვის ფორმა, „კერამა მარაცისა“ და Surface Laboratory-ის კოლაბორაციაში უნდა ვეძიოთ - 119.5 × 320 ზომის, SUPERMAXI ფორმატი. ჩრდილების ახალი ტექნიკა დაინერგა სერიაში, რომელიც იდეალურად ასახავს ტოსკანური მარმარილოს ესთეტიკას.

ეწვიეთ Kerama Marazzi-ს შოურუმებს, აღმოაჩინეთ შთაგონება და გარდაქმენით თქვენთვის სასურველი სივრცე ვენეციურ განწყობაზე!

კოლექციის სანახავად გვეწვიეთ:

თამარ მეფის #2; Ბალანჩინის #9

032 204 00 00

 

სტატიის ავტორი ნიკა ვარდიაშვილი, 2024-07-01