keramamarazzi

Kerama Marazzi - ინოვაციური და თანამედროვე კომპანიაა, რომელიც ყოველწლიურად კერამოგრანიტის, კერამიკული ფილისა და მოზაიკის ათობით მილიონ კვადრატულ მეტრს აწარმოებს. ჩვენ კოლექციებში აგრეთვე შეხვდებით ისეთ დეკორატიულ თუ საჭირო ელემენტებს, როგორებიც ჩადგმები, დეკორები, საფეხურები, პანო, პლინტუსები, შპალერი, სააბაზანო ავეჯი, საშხაპე სისტემა, შემრევი ონკანები, ხელსაბანები, სარკეები და კიდევ მრავალი სხვა მიმართულებაა.  კომპანიის გამორჩეული მხარე სამი უმსხვილესი, მაღალტექნოლოგიური ქარხანაა. აღნიშნულ საწარმოებში გამორჩეულ იტალიურ დანადგარებს შეხვდებით, მათ შორის SACMI-ს, ICF-სა და TecnoFERRARI-ს, რომლებიც სექტორის უდიდესი წარმომადგენლები არიან. Kerama Marazzi-ს კერამიკული ფილების, კერამოგრანიტის, მოზაიკისა და დეკორატიული ელემენტების ჯამური რიცხვი 6000-ზე მეტ განსხვავებულ პროდუქტს მოიცავს. ეს ყველაზე ფართო ასორტიმენტია კერამიკული ფილების მწარმოებლებს შორის, რომლის ანალოგიც არჩევანისა თუ ქარხნის მასშტაბების გათვალისწინებით, ბაზარზე არსებულ წამყვან კომპანიებს არ გააჩნიათ. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების მქონე მომხმარებლებს, რადგან Kerama Marazzi-ს პროდუქცია სხვადასხვა ფორმატის, სტილის, ფერის, სისქისა და ზედაპირის მრავალფეროვნებითაა გამორჩეული. სწორედ ეს ქმნის შესაძლებლობას სასურველი ინტერიერი ყველასაგან გამორჩეული გახადოს. მნიშვნელოვანია, რომ Kerama Marazzi-ს იტალიელი დიზაინერები ყოველწლიურად განსაკუთრებულ მიმართულებას ირჩევენ. მათ მიერ შექმნილი კოლექციების ინსპირაციას სხვადასხვა დროს ევროპის ულამაზესი ქვეყნებისა თუ ქალაქების, მუზეუმების, ხელოვნების ნიმუშებისა და სხვა ღირსშესანიშნაობები წარმოადგენდა. თითოეულ დეტალზე დახარჯული დრო იდეალურად გადმოსცემს იმ კულტურულ, ტრადიციულ და ისტორიულ ნიუანსებს, რომელთა კომბინაციაც სხვადასხვა ფერთა გამასთან მუდმივად სიახლის ძიებისა და შეცნობის სურვილს აღძრავს. კოლექციების სანახავად გვეწვიეთ: თამარ მეფის გამზ. #2 ბალანჩინის #9 ტელ: 0322040000  
{s_blog_read_more}

კერამოგრანიტის ფილა ჩვენთვის კარგად ცნობილი კერამიკული ფილების გაუმჯობესებული ანალოგია. მისი უპირატესობა გაცილებით დიდია, რადგან უახლესი ტექნოლოგიით და მაღალი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით იწარმოება. ამას გარდა, რიგი კომპონენტების დამატებით, გაუმჯობესებულია პროდუქტის სტრუქტურა. სწორედ ამის გამო გაზრდილია ცვეთისადმი წინააღმდეგობა, ყინვაგამძლეა და  დიდ ხანს ინარჩუნებს დეკორატიულ თვისებებს. კერამოგრანიტის ფილების გამოყენება მრავალგან შეიძლება, ამიტომ მის ძირითად მახასიათებლებს გაგაცნობთ. კერამოგრანიტის ფილების უპირატესობები: მაღალი სიხისტე და სიმტკიცე; ესთეტიკური მიმზიდველობა; გეომეტრიული სიზუსტე; გამძლეობა ტენიანობის მიმართ; ეკომეგობრულობა; ტემპერატურის ცვლილებებისადმი წინააღმდეგობა; გამძლეობა ცვეთის მიმართ; ვარიანტების ფართო არჩევანი; აღნიშნული ფილებს სხვადასხვა ფორმებში, ზომებში, ფერებში თუ ტექსტურებში ვხვდებით. დღესდღეობით განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს ის მოდელები, რომლებიც ვიზუალურად ბუნებრივ ხეს ან ქვას ჰგავს. თანამედროვე დროში უკვე შესაძლებელია კერამოგრანიტი არ განსხვავდებოდეს მარმარილოსა და გრანიტისგან. სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი დეკორატიული მახასიათებლები განაპირობებს მის მაღალ მოთხოვნას პრემიული ინტერიერის შექმნისთვის. პრიალა თუ მქრქალი ფილები - იატაკსა და კედლებს მდიდრულ იერს სძენს. აღსანიშნავია, რომ მისი გამოყენება პანელებისა და ფანჯრის რაფებისთვისაც შესაძლებელია. დღევანდელ ბაზარზე კერამოგრანიტის ფილებს მქრქალ, პრიალა, ტექსტუროვან და შემინულ ვარიაციებში ვხვდებით. ნესტიანი ოთახებისთვის უმჯობესია ფილები უხეში ან რელიეფური ზედაპირით აირჩიოთ, რადგან მეტი მოჭიდება აქვთ. შემადგენლობის გამო ფილა უძლებს მჟავებისა და ტუტეების ზემოქმედებას. მისი  სტრუქტურაში ფორმის გამო კი ზედაპირი ჭუჭყს არ იკავებს. ჩამგროვებელი ფორების არარსებობას განპირობებს ის ფაქტი, რომ მასალა ე.წ. „ფელდსპარის“ დამატებით იქმნება, რომლის დადნობაც ბლოკავს ყველა მიკროფორებსა თუ კაპილარებს. შედეგად, ქვა თითქმის მინის მსგავს სტრუქტურას იძენს. ამის გამო ნუ შეუშინდებით უკიდურესად მაღალ თუ უკიდურესად დაბალ ტემპერატურას. ეს მასალა შესაფერისია ვერანდების, ფასადების და ტროტუარების მოსაპირკეთებლადაც კი. რაც შეეხება ეკომეგობრულობას, კერამოგრანიტი სრულიად უსაფრთხოა, რადგან არ შეიცავს უცხო ქიმიურ დანამატებს და არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს.   სპეციალური დამზადების ტექნოლოგია საშუალებას იძლევა დიდი სისქის მქონე ფერადი ფილები მივიღოთ. ზუსტად ამიტომ ისინი გამძლეა მცირე ნაკაწრების მიმართ. და თუ მაინც ზედაპირზე მცირე დეფექტები წარმოიქმნება ისინი არ არის ისეთი შესამჩნევი, როგორც სხვა კერამიკულ ფილებზე, შესაბამისად იდეალურია გრძელვადიანი ინტერესისთვის. ექსკლუზიური ტექნოლოგიები კერამა მარაციში ტექნოლოგია DD Double Loading - გაუპრიალებელი კერამიკული გრანიტის წარმოების ტექნოლოგია, რომელიც ფილების ზედაპირს მრავალშრიან და მრავალი ფერის მქონე იერს სძენს. Dry Digital - გაუპრიალებელი კერამიკული გრანიტის წარმოების ტექნოლოგია, რომელიც საღებავის სქელი ფენის გამოყენებას მოიაზრებს. ამ შემთხვევაში ფილებზე ტექსტურა სპეციალური Digitale ბეჭდვის პრინციპითაა დატანილი. მათი გამოყენება ხდება რამდენიმე ეტაპად: პატერნში გამოიყენება მშრალი ფხვნილებისა და გრანულების ნაზავი, შემდეგ, ზედაპირზე ციფრული ბეჭდვის გამოყენებით, შესაძლებელია სასურველი დეტალების დატანა, ისევე როგორც სპეციალური ეფექტები - Evodryfix ტექნოლოგიის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ დეკორატიული ელემენტები ფილების შიგნითაა ჩაფლული, რაც ამცირებს ცვეთის დროს მიღებულ ზიანს. დეტალების მრავალფეროვნება, პატერნის სიღრმის ეფექტი, ზედაპირის გამძლეობა, სიმტკიცე, სიმკვრივე, ჰიპერრეალისტური გრძნობა შეხებისას. სწორედ ეს შედეგი მიიღება კერამა მარაცის ექსკლუზიური ტექნოლოგიების გამოყენებით. კოლექციების სანახავად გვეწვიეთ: თამარ მეფის გამზ. #2 ბალანჩინის #9 ტელ: 0322040000  
{s_blog_read_more}

Kerama Marazzi - კოლექცია ბავშვებისთვის: Weekend 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, ჩვენთან, Kerama Marazzi-ში კი სიამაყით წარმოგიდგენთ ახალ "Weekend" კოლექციას, რომელიც ბავშვის ოთახებისთვის განკუთვნილ შპალერების მრავალფეროვან არჩევანს აერთიანებს. მიუხედავად მისი მთავარი იდეისა, თითოეული მათგანი უნიკალურ სტილს ქმნის, შესაბამისად არა მხოლოდ პატარების, არამედ ზრდასრული ადამიანების საცხოვრებელ სივრცესაც სიხარულისა და სიმყუდროვის ემოციით შეავსებს. "Weekend" სერია სხვადასხვაგვარ ელემენტებს აერთიანებს, თითოეული მათგანი კი ყველასაგან გამორჩეულ, უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის. ამ ბლოგში მათ მცირე მიმოხილვას შემოგთავაზებთ: ●  უელშ კორგი მწვანე მინდორზე - უსაყვარლეს ძაღლზე რას იტყოდით? ოთხფეხა მეგობრების მოყვარულებისთვის ეს შპალერი იდეალური არჩევანია. მწვანე და კრემისფერ ტონებშია გაფორმებული ეს პროდუქტი სივრცეს სიმშვიდისა და სიცოცხლის განწყობას შესძენს. ●  ჯადოსნური პეპლები და მხიარული ცხოველები - ნათელ, გრაფიკულ მოტივებზე შექმნილი ეს შპალერი, გამოაცოცხლებს ნებისმიერი ბავშვის ოთახს და შექმნის ატმოსფეროს, რომელიც თავგადასავლების მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი ●  აფრიკის მკვიდრნი - ღია ყვითელი ფონი ოთახში სითბოსა და სინათლის გარემოს ქმნის. ეს შპალერი თქვენს შვილებს თავს აფრიკული, ველური ბუნების სამყაროში აგრძნობინებს, რომელიც მრავალი ეგზოტიკური ცხოველითაა სავსე. ●  დინოზავრები ცისარტყელადან - თითქოს მოუსვენარი ბავშვის მიერ დახატული, ეს მხიარული დინოზავრები თქვენი შვილების საყვარელი პერსონაჟები გახდებიან. საკუთარი ოთახი კი უფრო და უფრო საყვარელი ხდება, როდესაც „მეგობრები“ გელოდებიან! ●  მფრინავი ვარსკვლავები - აღნიშნული შპალერი ჯადოსნურ ელფერს შესძენს თქვენთვის სასურველ ოთახს. კოსმოსური გარემო და ბზინვარება, ღამის ცა პირდაპირ თქვენი პატარის სივრცეში გადმოინაცვლებს. ●  ვერტიკალური ზოლები და ნათელი გეომეტრიული ნიმუშები - მრავალმხრივი და ელეგანტური, ისინი ნებისმიერი ოთახისთვის იდეალურია. ფერებისა და ფორმების ასეთი ნაზავი სასურველ სივრცეს დინამიკურობას და ენერგიულობას შემატებს. Kerama Marazzi-ის სერია "Weekend" არ არის მხოლოდ შპალერი. ეს არის ერთგვარი, არასტანდარტული მოგზაურობა ფანტაზიისა და მრავალფეროვნების სამყაროში, რომელსაც შეუძლია შთააგონოს როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები. მათი გამოყენება შეიძლება შემეცნებითი გზითაც, ასევე ვიზუალური აღქმის ჩამოსაყალიბებლად. ბუნებრივი მასალები და წარმოების მაღალი ეკო სტანდარტები! აღსანიშნია, რომ KERAMA MARAZZI-ს შპალერი სრულად შეესაბამება წამყვანი იტალიური შპალერის მწარმოებელის, Zambaiti Parati-ის, ხარისხის მკაცრ სტანდარტებს და მდგრადია რეცხვის, ტენიანობის თუ სხვა გარე ზემოქმედების მიმართ. ისარგებლეთ ექსკლუზიური შეთავაზებით! შეუკვეთეთ "Weekend" კოლექცია და მიიღეთ 15%-იანი ფასდაკლება. მიანიჭეთ თქვენ სახლს სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნებები! კოლექციის სანახავად გვეწვიეთ Kerama Marazzi-ს შოურუმებში: ➤ თამარ მეფის #2 ; ბალანჩინის #9
{s_blog_read_more}

ვენეცია: კოლექცია აღფრთოვანებისთვის, შთაგონებისთვის და სიყვარულისთვის!  Kerama Marazzi-ს 2024 წლის გამოფენის მთავარი მოვლენა ვენეციის კოლექციის წარდგენა იყო. ეს უბრალო საუბარი არაა, ეს ყველაფერი იმ სიყვარულს ეძღვნება, რომელსაც ამ ქალაქის ხსენება აღძრავს. ვენეცია, ყოველთვის იყო ცნობილი შემოქმედების მუზა და არც ჩვენი სფეროა გამონაკლისი. ჩაძირული ქალაქის ელფერს ყველგან წააწყდებით, იქნება ეს ფილები, შპალერები თუ სააბაზანო ინვენტარი, ამგვარი ინტერიერი კი ყველა გემოვნებას ერგება. ყველაფერი, რისი აღმოჩენაც ლეგენდარულ ქალაქში შეგვიძლია „კერამა მარაციში“ კერამიკული ფორმებით და სხვადასხვა, მრავალფეროვანი დიზაინითაა წარმოდგენილი. Venezia-ს კოლექცია 30-ზე მეტ სერიის კედლის ფილებსა და კერამოგრანიტს აერთიანებს, თითოეული მათგანი თითქოს ერთგვარი უნიკალური პეიზაჟია, რომელიც ვენეციის მომხიბლავი ადგილების სხვადასხვა პერსპექტივას გვთავაზობს. მათი სილამაზე კი თავად განსაჯეთ. კოლექცია აერთიანებს სერიებს, რომლებსაც ვენეციური მოპირკეთების სტილის ავთენტურობა აქვთ შენარჩუნებული. ასეთია მაგალითად, Ceppo di Gré stone KERAMA MARAZZI-ის ასორტიმენტში. იგი წააგავს იმგვარ ნატეხოვან ფორმატს, რომელიც კლდის ფრაგმენტებს მოგაგონებთ. თითქოს ერთ მონოლითურ ფორმაშია გაერთიანებულიო. ასევე შეხვდებით „სან მარკოს“ კოლექციას - ისტორიული კირქვის ესთეტიკას, რომელიც დოჟების სასახლის მოედნის მოსაპირკეთებლად გამოიყენვენეცია ​​საუკუნეების განმავლობაში თავისი ტრადიციული ხელნაკეთობებით იყო ცნობილი, რომლებიც „კერამა მარაცის“ სხვადასხვა სერიის ეპიცენტრში აღმოჩნდა - შესაბამისად გასაკვირი სულაც არ არის, რომ მათი ელემენტები დეკორატიულ აღფრთოვანებას აღძრავს მნახველებს შორის. მაგალითად სერია Vero, ე.წ. „მურანოს“ მინისგანაა შთაგონებული, შუშის დამუშავება კი ამ ქალაქის მთავარი ნიშა გახლდათ. თავის მხრივ სერია Guardi-ში გრავიურის დამუშავების ტექნიკებს შევხვდებით, რომლითაც რიგი პანელებია შექმნილი. ვენეციური ქსოვის ტრადიციას უკვე მაქსი-ფორმატის Bevilaqua-შია წარმოდგენილი, რომელიც ქალაქისთვის დამახასიათებელ ფორმებს იმეორებს და ნაქარგის შთაბეჭდილებას აღძრავს.KERAMA MARAZZI-ს რამდენიმე პოპულარულმა სერიამ საკუთარი სიცოცხლე Venezia-ს კოლექციაში განაგრძო. უპირველეს ყოვლისა უნდა ვახსენოთ Monte Tiberio და Rialto: ეს სერიები უკვე კედლის ფილებსა და კერამოგრანიტის მნიშვნელოვნად განახლებულ არჩევანს მოიცავს. თანამედროვე ტრენდებისთვის დამახასიათებელი ტექსტურებითა და ახალი ჩრდილების ფორმებით კი სერია Onice გვანებივრებს. ბუნებრივია, ვენეციამ ​​თავისი თვალწარმტაცი არხებით არ შეიძლება არ წარმოშვას წყალთან დაკავშირებული, ინტერიერულად მაცდური იდეები. ეს პირველ რიგში Magia di Venezia-ს სააბაზანო კოლექციაში ჩანს, რომელიც მოიცავს სანტექნიკის რამდენიმე სერიას, ავეჯს, სარკეებს, ონკანებს და საშხაპეებს. აბაზანისთვის სახასიათო ორ განწყობაზე რას იტყოდით? დილის მოტივაციურ და პირიქით, საღამოს, ხანგრძლივი დღის შემდეგ განტვირთვის აუცილებელ განწყობაზე? ფერები, ტექსტურები და ფორმები, რომლებიც აბაზანას ზემოხსენებულ ხასიათს მიანიჭებს. ორივე სცენარის აღმოჩენა MAGICA-ს და VETRATA-ს სერიებში შეიძლება. მათში შემავალ ატრიბუტებს, შეუძლიათ გამოღვიძების ეფექტი აღძრან აქტიური დღის დაწებისთვის, ან საჭირო სიმშვიდე მოგანიჭონ მშვიდი ძილისთვის. მოქნილი განათების განაწილება საშუალებას მოგცემთ ორივე განწყობა ერთსა და იმავე სივრცეში იგრძნოთ. აქვე უნდა ვახსენოთ სერია CRISTALLO, რომელშიც საშხაპეებისთვის საჭირო დეტალები ტალღოვანი ფორმებითაა შექმნილი და ზუსტი განათებით კრისტალურ გამჭვირვალობას იძენს. ვენეციის კოლექციაში „კერამა მარაცის“ ნიშური შპალერთა სერიებიც აღმოჩნდნენ სხვადასხვა მიზეზთა გამო. სერიების ნაწილი ხან ემოციურ, ხან ვიზუალურ, ხანაც კი იდეურ კავშირშია ქალაქთან.  სერია Reflection წყლისთვის დამახასიათებელ ტონებს შევხვდებით, Orient-ის სერიაში კი ნაქარგოვან ვიზუალს, რომელიც დამასკური ფორმებითაა გაჯერებული. რა თქმა უნდა ყურადსაღებია სერია Galatea-ც, წააგავს რა მარმარილოსებრ შპალერს და ვენეციური განწყობითაა გაჯერებული. „რენესანსის“ სერიაც არ უნდა გამოგვრჩეს: მისთვის დამახასიათებელი ყავისფერი თუ ტერაკოტისებრი ფერები და ტექსტურა დაძველებულ თაბაშირს წააგავს, რომელიც მთელ ვენეციაშია გავრცელებულიკიდევ ერთი გამოხატვის ფორმა, „კერამა მარაცისა“ და Surface Laboratory-ის კოლაბორაციაში უნდა ვეძიოთ - 119.5 × 320 ზომის, SUPERMAXI ფორმატი. ჩრდილების ახალი ტექნიკა დაინერგა სერიაში, რომელიც იდეალურად ასახავს ტოსკანური მარმარილოს ესთეტიკას. ეწვიეთ Kerama Marazzi-ს შოურუმებს, აღმოაჩინეთ შთაგონება და გარდაქმენით თქვენთვის სასურველი სივრცე ვენეციურ განწყობაზე! კოლექციის სანახავად გვეწვიეთ: თამარ მეფის #2; Ბალანჩინის #9 032 204 00 00  
{s_blog_read_more}

HATRIA - სააბაზანო ავეჯის პრემიუმ ბრენდი Kerama Marazzi-ს შოურუმშია!  მოხარულები ვართ გაცნობოთ - ცნობილი იტალიური ბრენდი HATRIA უკვე თბილისშია, Kerama Marazzi-ს შოურუმში. თავისი უნაკლო ოსტატობისა და ინოვაციური დიზაინების შერწყმა, ეს ის რასაც ცნობილი კომპანიისგან უნდა ველოდოთ. შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით „ჰატრია“ აბაზანის გაფორმების თანამედროვე სტანდარტს ადგენს. ხარისხისა და ესთეტიკის ერთგულებით, HATRIA-ს პროდუქცია საუკეთესო, საქართველოში ჯერ არ ნახულ, გამოცდილებას გვპირდება.  მცირე ამბავი ჰატრიას შესახებ „ჰატრია“ იტალიური ოსტატობისა და საუკეთესო სააბაზანო ავეჯის სინონიმადაც კი იქცა ევროპაში. ბრენდი მომართულია შექმნას მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო, იქნება ეს ხელსაბანები, უნიტაზები, ბიდეები თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. თითოეულ მათგანში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ იმ იდეებისა და მიზნების ანარეკლი, რომელიც ფუნქციურობისა და ვიზუალური ესთეტიკის გაერთიანებას მოიაზრებს. ინოვაციური დიზაინი და მოწინავე ტექნოლოგია ის, რაც „ჰატრიას“ განსაკუთრებით გამოარჩევს, წარმოების პროცესში საკუთარი, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებაა. ბრენდი მუდმივად სცილდება დიზაინის საზღვრებს და გვთავაზობს პროდუქტებს, რომლებიც ერთის მხრივ ეხმიანება თანამედროვე სტანდარტებს, მეორე მხრივ კი იმგვარი ელემენტებიც შეინიშნება, რომლებიც უძლებენ დროს.  დახვეწილი, მინიმალისტური ხელსაბანიდან დაწყებული ელეგანტური დიზაინის მქონე უნიტაზებამდე, Hatria-ს ასორტიმენტი აკმაყოფილებს ყოველგვარ გემოვნებასა და სურვილებს, რაც უზრუნველყოფს, რომ ყველა თანამედროვე აბაზანაში აღმოვაჩინოთ რაღაც „ჰატრიასთვის“ დამახასიათებელი დეტალები. PURE VORTEX - ტექნოლოგიის ბრწყინვალება Hatria-ს ერთ-ერთი გამორჩეული ინოვაციაა PURE VORTEX® სისტემა, რომელიც დიზაინის ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო აკადემიის არაერთი ჯილდოს მფლობელია. ეს რევოლუციური ტექნოლოგია გთავაზობთ ჩარეცხვის იდეალურ ფორმატს, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ ჰიგიენასა და წყლის გამოყენების ეფექტურობას. PURE VORTEX® სისტემა ასახავს Hatria-ს ერთგულებას სრულყოფილებისადმი, სთავაზობს რა მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, რომელიც უკეთესად ასრულებს საკუთარ ფუნქციებს და არ ღალატობს სტილს. ერთგულება დედამიწას! „ჰატრია“ წარმოების პროცესში აბსოლუტურადაა დაყრდნობილი ეკოლოგიურ პრაქტიკაზე და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებაზე აკეთებს აქცენტს. Hatria-ს არჩევით, მომხმარებლები არა მხოლოდ აბაზანის მაღალი ხარისხზე აკეთებენ არჩევანს, არამედ მხარს უჭერენ ბრენდს, რომელიც აფასებს და იცავს ჩვენს პლანეტას, დედამიწას. „ჰატრია“ და თბილისი როგორც ჰატრიას წარმომადგენლები თბილისში, მოხარული ვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს ამ გამორჩეულ პროდუქტებზე წვდომა Kerama Marazzi შოურუმებში ექნებათ. ჩვენი პარტნიორობა Hatria-სთან საშუალებას გვაძლევს შემოვიტანოთ საუკეთესო იტალიური სააბაზანო ავეჯი და სტილი ქართულ ბაზარზე, რაც სველი წერტილებისთვის თითქოს შეუძლებელ, მდიდრული განწყობის შექმნას, რეალობად აქცევს. ბოლოთქმად „ჰატრია“ სააბაზანო გამოცდილების პრემიუმ გამოხატვის ფორმაა. აღმოაჩინეთ იტალიური ოსტატობის ელეგანტურობა და ხარისხი. არ გამოგრჩეთ სიახლეები და სპეციალურ შეთავაზებები!  ეწვიეთ „კერამა მარაცის“ შოურუმებს, ჩვენი ექსპერტების გუნდი მზადაა დაგეხმაროთ თქვენი აბაზანა სრულყოფილებად გარდაიქმნას.  მისამართი: თამარ მეფის #2 ისარგებლეთ საპარკინგე სივრცით: https://maps.app.goo.gl/YWtPctcB8PPnM2zq9  
{s_blog_read_more}

ახალი სეზონის შეთავაზება Kerama Marazzi-ს შოურუმებში დაიწყო! 20 სექტემბრის ჩათვლით! გააკეთეთ არჩევანი თქვენი მომავალი ინტერიერის მოსაწყობად და მიიღეთ: 25% ფასდაკლება Kerama Marazzi-ს კერამიკული ფილების, კერამოგრანიტის, მოზაიკის, შპალერისა და სააბაზანო ავეჯის ახალ კოლექციაზე. 25% ფასდაკლება, იტალიური პრემიუმ ბრენდის, Hatria-ს ადგილზე ხელმისაწვდომ სააბაზანო პროდუქციაზე! 35% ფასდაკლება, ესპანური ბრენდის, Genebre-ს სააბაზანო პროდუქტების ადგილზე ხელმისაწვდომ კოლექციაზე!  სააბაზანო ავეჯისა და სანტექნიკის კოლექციაზე წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში 20% ფასდაკლებით ისარგებლებთ, კერამიკული ფილების კოლექციაზე კი - 15%, განსაზღვრული კვადრატულობიდან!  > შეაჩერე არჩევანი ექსპერტულ გამოცდილებასა და ხარისხზე, ფუნქციურობასა და შეუდარებელ დიზაინზე. უფასო მიწოდება თბილისში და განვადების სერვისი! მისამართი: თამარ მეფის #2 - ტელ.: 032 204 00 00 მისამართი: ბალანჩინის #9 - ტელ.: 032 249 60 30 ისარგებლეთ საპარკინგე სივრცით: https://maps.app.goo.gl/YWtPctcB8PPnM2zq9
{s_blog_read_more}